17:18 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-12 23:07:27, 831 ნახვა

სამართალი
გომელაური კადრებზე: პროკურატურა იძიებს, ჩვენ ტექნიკურად ვეხმარებით

"პროკურატურა იძიებს, ჩვენ ტექნიკურად ვეხმარებით" - ასეთ კომენტარს აკეთებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, ინტერნეტსივრცეში პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებასთან დაკავშირებით.

ვახტანგ გომელაურის განცხადებით, საქმეს პროკურატურა იძიებს და უწყებას სუს-ი მხოლოდ ტექნიკურად ეხმაურება. მისივე თქმით, მისი უწყება ჩართულია პროცესში, თუმცა გამოძიების მიმდინარეობაზე კომენტარს პროკურატურა გააკეთებს.

„ამ საქმეს პროკურატურა იძიებს როგორც მოგეხსენებათ. გამოძიებიდან გამომდინარე ჩვენ რა თქმა უნდა ჩართულები ვართ. ჩვენც შინაგან საქმეთა სამინისტროც, კადრების გავრცელების საქმეზე, თუმცა მე თავს შევიკავებ გამოძიებიდან გამომდინარე და თუ საჭირო იქნება პროკურატურა განცხადებას გააკეთებს. პროკურატურა იძიებს, ჩვენ ტექნიკურად ვეხმარებით, ოპერატიულ გადაფარვას ვუკეთებთ,"-განაცხადა გომელაურმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
რაჟდენ კუპრაშვილი კორუფციაში ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსანის ადვოკატი იქნება
ნანუკა ჟორჟოლიანმა მცხეთის იზოლატორი დატოვა
სუს-მა გრიგოლ ლილუაშვილის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics