16:00 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-12 19:33:33, 679 ნახვა

პოლიტიკა
"ნუ აბრახუნებთ ხელებს, ზოოპარკში არ ბრძანდებით"-ხმაური პარლამენტში

"საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძეს, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, მომხსენებელ ეკა ბესელიასა და "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს შორის შეკამათება მოხდა.

ოპოზიცია კანონპროექტის მე-3 მუხლთან დაკავშირებით, შეკითხვების გაგრძელებას ითხოვდა, თუმცა ეკა ბესელიამ ვიცე-სპიკერს სთხოვა, კითხვები მოეხსნა და შემდეგ მუხლზე გადასულიყვნენ:

"კითხვები მოიხნას, რადგან არ ეხება მუხლს, მეორდება ერთი და იგივე",-აღნიშნა ბესელიამ.

კობახიძემ კი განაცხადა, რომ ბოლო  შეკითხვებს დავით დარჩიაშვილი და გივი თარგამაძე დასვამდნენ. მიუხედავად ამისა, ეკა ბესელიამ შემდეგ მუხლთან დაკავშირებით განმარტებების გაკეთება დაიწყო:

"ქალბატონო, ეკა,  იქნება თქვენ მაინც მომისმინოთ",-მიმართა კობახიძემ ბესელიას.

 კითხვების გაგრძელება  საპარლამენტო უმცირესობის სხვა  წარმომადგენლებმაც  მოითხოვეს, რასაც ხმაური მოყვა. მანანა კობახიძემ მათ რეგლამენტის დაცვისკენ მოუწოდა

"მოიქეცით ისე, როგორც ადამიანები იქცევიან, მივმართავ ოპოზიციას.  ერთი და იგევე კითხვის დასმა თქვენი მხრიდან დროის გაჭიანურებას ემსახურება, სხდომას არ ჩაგაშლევინებთ",-მიმართა კობახიძემ ოპოზიციას.

ამის შემდეგ  უმცირესობის წევრმა ჩიორა თაქთაქიშვილმა მაგიდაზე ხელების "ბრახუნი" დაიწყო:

 "ქალბატონო ჩიორა,  ნუ აბრახუნებთ, ზოოპარკში  არ ბრძანდებით, პარლმაენტში ხართ",-მიმართა მანანა კობახიძემ ჩიორა თაქთაქიშვილს.

პლენარულ სხდომას პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი შუერთდა და ხუთ წუთიანი ტექნიკური შესვენება გამოცხადდა:

"5 წუთი ხელების ბრახუნისთვის, გამოუშვით თქვენი ეენერგია",-მიმართა მანანა კობახიძემ ოპოზიციას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics