|
2016-05-12 17:00:31, 499 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: პარტიის შემდგომი მშენებლობის გზაზე, გარკვეული კონსულტაციები შეიძლება ბიძინა ივანიშვილთან არსებობდეს
„ბიძინა ივანიშვილთან გარკვეული კონსულტაციები პარტიის შემდგომი მშენებლობის გზაზე, შეიძლება არსებობდეს“, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტების კითხვას, რომელიც ყოფილი პრემიერის პარტია „ქართული ოცნების“ სიის ფორმირებაში ჩართულობას შეეხებოდა. როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, ყოფილ პრემიერს ძალიან მაღალი ავტორიტეტი აქვს არამხოლოდ „ქართულ ოცნებაში“ არამედ მთლიანად ქვეყანაში. „არასოდეს დამიმალავს, რომ მას აქვს ძალიან მაღალი ავტორიტეტი, არა მხოლოდ პოლიტიკურ გაერთიანება „ქართულ ოცნებაში“, არამედ მთლიანად საქართველოში. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ის, რომ მასთან გარკვეული კონსულტაციები პარტიის შემდგომი მშენებლობის გზაზე შეიძლება არსებობდეს, ამაში გასაკვირი არაფერია. მაგრამ ისიც მინდა ვთქვა, რომ შემდგომი გუნდი და ცვლილებები მის შემადგენლობაში შესაძლოა იყოს, მაგრამ ეს არ იქნება მთლიანად ახალი გუნდი, იქნება ნაწილი ძველი გუნდიდან წარმოდგენილი, შემდგომი გუნდის დაკომპლექტებაში ამ წუთამდე მას არანაირი მონაწილეობა არ მიუღია”, - აღნიშნა კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)