|
2016-05-12 15:12:08, 560 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი აბაშიშვილზე: ასეთი შანტაჟისტური განცხადებები უადგილოა
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს, გიორგი აბაშიშვილს მიმართავს, „როყიო განცხადებებისაგან“ თავი შეიკავოს. ასეთი კომენტარი ვოლსკიმ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით გიორგი აბაშიშვილის განცხადების პასუხად გააკეთა. „ასეთი როყიო განცხადებებისაგან, ძალიან ვთხოვ, აბაშიშვილს, თავი შეიკავოს. ხალხი არ უყურებს, რა საკითხებზე გვაქვს დამთხვევა და სხვაობა პოზიციების, რაც ნორმალურია პოლიტიკურ ცხოვრებაში. საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია, ინსტიტუტების წარმომადგენლები ღრმა პოლიტიკური ეთიკით დამშვენებული ფრაზებით საუბრობდნენ. ასეთი შანტაჟისტური განცხადებები უადგილოა და პოლიტიკური სკანდალის შექმნის მცდელობას გავს“, - აღნიშნა ვოლსკიმ. ცნობისთვის, გიორგი აბაშიშვილი პარლამენტს მოუწოდებს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს მხარი დაუჭიროს. როგორც გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, დღეს პარლამენტს მოუწევს, გააკეთოს არჩევანი ლევან მურუსიძესა და ანა დოლიძეს შორის.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)