|
2016-05-12 14:47:22, 624 ნახვა
პოლიტიკა
ჯანელიძე: ველოდებით, რომ ამერიკის კონგრესი საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციას მალე მიიღებს
„ველოდებით, რომ ამერიკის კონგრესი საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციას მალე მიიღებს“,-ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ აშშ-ს კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრის, ტედ პოს დადებით შეფასებასთან დაკავშირებით განაცხადა. ჯანელიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო არა მარტო აშშ-ს ადმინისტრაციის, არამედ აშშ-ს კონგრესის მხრიდანაც იყოს მხარდაჭერილი. „ძალიან მნიშვნელოვანია, ეს განცხადებები, რომლებიც კიდევ ერთხელ ხელს უწყობს და აძლიერებს ჩვენს პოზიციებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით და შერთებულ შტატებთან ჩვენი ურთიერთობის გაღრმავების მიმართულებით. ცალსახად აღნიშნავს კონგრესმენი ტედ პო, რომ საქართველო არის ლიდერი დემოკრატიული ტრანსფორმაციის კუთხით, ასევე, ყველა იმ მიმართულებით, რომელიც დემოკრატიულ განვითარებას ეხება. ეს არის - კანონის უზენაესობა, მედია თავისუფლება, ეკონომიკური თავისუფლება თუ ა.შ. ის არამარტო ჩვენ ევროატლანტიკურ ინტეგრაციას უჭერს მხარს, არამედ ასევე მოუწოდებს, რომ კიდევ უფრო გაღრმავდეს სავაჭრო ურთიერთობები აშშ-თან. ჩვენთვის აღნიშნული შეფასებები არის ძალიან მნიშვნელოვანი და კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი გადადგმული ნაბიჯების მნიშვნელობას ევროპული და ევროატლანტიკური მიმართულებით”, - აღნიშნა ჯანელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)