|
2016-05-12 13:27:27, 538 ნახვა
პოლიტიკა
ლევან ბერძენიშვილს სუს-ის ხელმძღვანელთან კითხვები აქვს
ფრაქცია "რესპუბლიკელების" წევრის ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, მას სახელწმიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელთან ვახტანგ გომელაურთან შეკითხვები აქვს. ბერძენიშვილის თქმით, კითხვები ძირითადად ქვეყანაში რუსული პროპაგანდის გაძლიერებასა და ე.წ. რბილი ძალების მოქმედებასთან დაკავშირებით უჩნდება. ”გომელაურთან დაკავშირებით არის კითხვები, მათ შორის, რუსულ ე.წ. მსუბუქ, ნაზ, ღია, თუ უხილავ ძალაზე, ხელზე, რომლითაც რუსეთი გვმართავს. კითხვები მაქვს, ესა თუ ის პოლიტიკური პარტია დაფინანსებას საიდან იღებს. მაინტერესებს, მას ეს ინფორმაცია ხომ არ აქვს და ვინ დგას ერთ-ერთი ტელევიზიის უკან? რბილი ძალები მხარდაჭერას სად პოულობენ? რაიმე ტიპის აგენტურ სამუშაოებს ხომ არ აწარმოებს რუსეთი საქართველოში იმ ფონზე, როდესაც ლავროვის ნათქვამიდან მეორე დღეს საქართველოში განცხადებები კეთდება,"- განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს პარლამენტში დღეს 16:00 საათზე ელოდებიან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)