|
2016-05-12 10:00:35, 604 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტი დღეს პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს წევრებად წარდგენილ კანდიდატებზე იმსჯელებს
საქართველოს პარლამენტი დღეს პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს წევრებად წარდგენილ ანა დოლიძის, თამარ ლალიაშვილის, ნონა თოდუას არჩევის საკითხს განიხილავს. როგორც "ექსპრესნიუსს" პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, კანდიდატებს კენჭი შესაძლოა დღესვე უყარონ. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დასამტკიცებლად დეპუტატთა 76 ხმაა საჭირო. საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი წარადგენს. შეგახსენებთ, რომ ანა დოლიძის, თამარ ლალიაშვილის და ნანა თოდუას კანდიდატურები პარლამენტის კომიტეტებმა დაახლოებით 2 თვის წინ განიხილეს, თუმცა მათი პლენარულ სხდომაზე გატანა ამ დრომდე არ მომხდარა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)