|
2016-05-11 22:51:34, 631 ნახვა
პოლიტიკა
ვაშაძე: ასეთი ნაციონალური მოძრაობით ივანიშვილის დამარცხების პერსპექტივას ვერ ვხედავდი
"ასეთი ნაციონალური მოძრაობით ივანიშვილის დამარცხების პერსპექტივას ვერ ვხედავდი" - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა წევრმა გიორგი ვაშაძემ გადაცემა "2030-ში" განაცხადა. “ამ ახალი ენერგეტიკით და გაერთიანებული ძალებით, ოპოზიციური ფლანგის მიერ ბიძინა ივანიშვილის დამარცხების რეალურ შანსს ვხედავ”, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ “ნაციონალურ მოძრაობაში” გადაწყვეტილებებს ძირითადად, გიგა ბოკერია იღებს. მან აქვე განაცხადა, რომ თანამშრომლობა ყველა პროდასავლურ ძალასთან სურს, მაგრამ ბლოკებზე და გაერთიანებებზე მსჯელობას ნაადრევად მიიჩნევს. მისივე განცხადებით, პარლამენტში არც ერთი კოლეგა ქვეყნის მტრად არ მიაჩნია, არავის უპირისპირდება და მტრად არავის აცხადებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)