|
2016-05-11 20:10:06, 604 ნახვა
პოლიტიკა
ნადირაშვილი საარჩევნო სისტემის რეფორმაზე უმრავლესობის საკონსტიტუციო წინადადებას ”არაკვალიფიციურად მომზადებულს” უწოდებს
”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ირმა ნადირაშვილი საარჩევნო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის საკონსტიტუციო წინადადებას ”არაკვალიფიციურად მომზადებულს” უწოდებს. ”ეს არის ძალიან არაკვალიფიციურად მომზადებული დოკუმენტი და არც მიკვირს. ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ ბოლო წუთამდე მიგეყვანათ საქმე და პარლამენტს ხანგრძლივი პერიოდით მსჯელობის საშუალება არ ჰქონოდა ამ საკონსტიტუციო ცვლილებებზე. სამი წლის განმავლობაში მე მოვისმინე არაერთი არასერიოზული მსჯელობა, მაგალითად, მეხრეების კანონზე, რა ხმაზე უნდა იყოს დაყენებული, რომ ადამიანები არ შეწუხდნენ, ასევე ხუთი წლის ბავშვები დატოვეთ სკოლის გარეთ. თქვენი ერთადერთი მიზანი არის შეინარჩუნოთ მაჟორიტარები რეგიონებში, რადგან თქვენი რეიტინგები მიდის ქვემოთ და იცით, რომ არჩევნებს ვერ მოიგებთ. თქვენ ახლა კი აცხადებთ, რომ 2020 წლიდან გინდათ სისტემის შეცვლა, მაგრამ არც მაშინ გენდომებათ“, - მიმართა ნადირაშვილმა უმრავლესობას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)