|
2016-05-11 19:27:21, 669 ნახვა
საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრი „ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველოსთან“ ითანამშრომლებს
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ „ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველოსთან“ („ელსა საქართველო)“ ითანამშრომლებს. თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორმა, ირაკლი ხელაძემ და „ელსა საქართველოს“ პრეზიდენტმა, ქეთევან მჭედლიშვილმა მოაწერეს. ცენტრის ინფორმაციით, თანამშრომლობის მიზანია სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ახალგაზრდული პროგრამების მონაწილეების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება, საგანმანათლებლო უნარჩვევევის განვითარების ხელშეწყობა, გამოცდილების გაზიარება. მემორანდუმის ხელმოწერა „ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის“ 35-ე წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გაიმართა, რომელსაც „ელსა საქართველოს“ პარტნიორი სახელმწიფო და კერძო სექტორის, ასევე უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები დაესწრნენ. საიუბილეო თარიღი ასოციაციის 43 წევრი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, რომელიც ევროპის 200-მდე ქალაქში აღინიშნა. „ელსა“ არის ევროპაში იურისტ სტუდენტთა ერთ-ერთი უდიდესი გაერთიანება, რომელიც 40 ათასამდე სტუდენტსა და ახალგაზრდა იურისტს აერთიანებს.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)