|
2016-05-11 19:08:38, 687 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი ლონდონის ანტიკორუფციულ სამიტში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ლონდონის 2016 წლის ანტიკორუფციულ სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ დევიდ ქემერონის ორგანიზებით იმართება. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამიტს 40-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის პრეზიდენტები დაესწრებიან. გიორგი კვირიკაშვილი დიდ ბრიტანეთს 11-13 მაისს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის შეხვედრა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სახელმწიფო მდივან მაიკლ ფალონთან და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივან ფილიპ ჰამონდთან, ასევე "ბრითიშ პეტროლიუმის" აღმასრულებელ დირექტორ ბობ დედლისთან. საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვა Chatham House-ში, ასევე, საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის შესახებ ისაუბრებს ბიზნესფორუმზე - Georgia Investor Day. დაგეგმილია გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრა ქართულ დიასპორასთან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)