|
2016-05-11 17:46:47, 821 ნახვა
სამართალი
სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ სცნო
ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული ოთარ შავაძე დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით სცნო. "სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ 2015 წლის 21 აგვისტოს, დაახლოებით 22:00 საათზე, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ შუასოფელში ოთარ შავაძეს ეჭვიანობის გამო შელაპარაკება მოუვიდა თანასოფლელ რომან შავაძესთან. ურთიერთშელაპარაკების დროს ოთარ შავაძემ შურისძიების მოტივით, განზრახ მკვლელობის მიზნით რომან შავაძეს გულმკერდის არეში ორჯერ დაარტყა ე.წ. სადგისი, ხოლო შემდეგ ბლაგვი საგნის გამოყენებით თავისა და ქვემო კიდურების არეში მიაყენა რამდენიმე დაზიანება. მიღებული დაზიანების შედეგად რომან შავაძე ადგილზე გარდაიცვალა. იმავე ღამეს, ოთარ შავაძემ გვამი მდინარის ნაპირზე მიიტანა და დამარხა. სამართალდამცველებმა ოთარ შავაძე ბრალდებულის სახით 23 აგვისტოს დააკავეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)