|
2016-05-11 14:57:47, 881 ნახვა
სამართალი
სასჯელაღსრულების სამინისტრო: ლაითურის დაწესებულების მშენებლობის დასრულების შემდეგ, N7 დაწესებულება დაიხურება
ლაითურის დაწესებულების მშენებლობის დასრულების შემდეგ, N7 დაწესებულება დაიხურება, - ამის შესახებ სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო სხვადასხვა პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების რემონტსა და არსებული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას მუდმივად ახორციელებს. ამ ეტაპისათვის აქტიურად მიმდინარეობს პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებული განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების მშენებლობა ე.წ. ,,ლაითურის პროექტი“. ლაითურის დაწესებულების მშენებლობის დასრულების შემდეგ N7 დაწესებულებაში განთავსებული პირები გადაყვანილ იქნებიან ლაითურში, ხოლო N7 დაწესებულება დაიხურება. რაც შეეხება N7 დაწესებულებაში არსებულ ამჟამინდელ პირობებს, აღსანიშნავია, რომ დაწესებულების პირველი სართული გაუქმებულია და მსჯავრდებულები მეორე სართულზე არიან განთავსებულები. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო აღნიშნულ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულების საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით უახლოეს მომავალში გეგმავს სარემონტო სამუშოების ჩატარებას. სარემონტო სამუშაოების პროექტი უკვე მზად არის. N7 დაწესებულებიდან მსჯავრდებულთა ნაწილი უკვე გადაყვანილია სხვა დაწესებულებებში. დღესდღეობით იქ 25 მსჯავრდებული/ბრალდებული რჩება. N7 დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა საცხოვრებელი პირობები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისია. კერძოდ, ერთ მსჯავრდებულზე 4კვ მ. ფართი, ხოლო ბრალდებულზე - 3 კვ.მ.-ია გათვალისწინებული. მსჯავრდებულების/ბრალდებულებისთვის ხელმისაწვდომია ყველა ის მომსახურება, რომელიც აღნიშნული რისკის დაწესებულებისთვის არის განსაზღვრული“, - ნათქვამია სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებაში. შეგახსენებთ, 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშში სახალხო დამცველმა N7 პენიტენციური დაწესებულების გაუქმება კვლავ მოითხოვა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)