|
2016-05-11 14:15:25, 834 ნახვა
სამხედრო
ხიდაშელი: არ არსებობს ძალა, რომელიც ევროატლანტიკური გზიდან გადაგვახვევინებს
ახალგაზრდები, რომლებიც დღეს ამ სწავლებას შემოუერთდნენ, არიან საუკეთესო გზავნილი მტრისთვის და მოყვარისთვის, რომ საქართველოში არასოდეს იქნება ხელისუფლება, რომელიც ოკუპაციას შეეგუება, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე ქართულ-ამერიკული სწავლების "ღირსეული პარტნიორის 2016-ის" გახსნის ოფიციალურ ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მინისტრის თქმით, საქართველო მყარი ნაბიჯებით მიაბიჯებს ევროატლანტიკური სივრცისკენ. "ახალაზრდები, რომლებიც დღეს შემოუერთდნენ ამ სწავლებას, არიან საუკეთესო გზავნილი მტრისთვის და მოყვარისთვის, აგრესორისთვის და პარტნიორისთვის, რომ აქ, ამ მიწაზე არასოდეს იქნება ხელისუფლება, რომელიც ოკუპაციას შეეგუება. ჩვენ სამშობლოში, აგრესორს არასოდეს დახვდებიან გაშლილი დროშებით. აქ, ეს თაობა უზრუნველყოფს, იმას, რომ ჩვენი ერვოატლანტიკური არჩევანი, ურყევი იყოს. საქართველო ძალიან მძლავრი, მყარი ნაბიჯებით მიაბიჯებს ევროატლანტიკური სივრცისკენ და არ არსებობს ძალა, რომელიც ამ გზიდან გადაგვახვევინებს", - აღნიშნა თინა ხიდაშელმა. მისივე თქმით, საქართველო ნატო-ს წევრი აუცილებლად გახდება.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)