|
2016-05-11 13:30:47, 812 ნახვა
სამხედრო
ხიდაშელი: პირველად საქართველოს ისტორიაში, ოფიციალური, ნატოს მიერ ლიცენზირებული ასეული გვეყოლება
საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, სწავლების - „ღირსეული პარტნიორი 2016“ დასრულების შემდეგ პირველად საქართველოს ისტორიაში ქვეყანას ეყოლება ოფიციალური, ნატოს მიერ ლიცენზირებული ასეული. ამის შესახებ ხიდაშელმა ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ცოტა ხანში ქართულ-ამერიკული სწავლების - „ღირსეული პარტნიორი 2016“ ოფიციალური ცერემონიალი დაიწყება. ხიდაშელის შეფასებით, არასოდეს არცერთ სამხედრო სწავლებაში საქართველოში ამდენ პარტნიორს მონაწილეობა არ მიუღია. „მთავარი სიახლე არის ის, რომ ამ სწავლების დასრულებისას საქართველოს ეყოლება პირველი ოფიციალური ნატოს მიერ ლიცენზირებული ასეული, რომელიც სწორედ ამ სწავლების შედეგად მიიღებს ამ ლიცენზიას. პირველად საქართველოს ისტორიაში ჩვენ გვეყოლება ოფიციალური, ნატოს შეიარაღებული ძალების წარმოდგენილი ქვეყანაში ჩვენი სამხედროების სახით“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)