|
2016-05-11 12:10:51, 589 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტის პრესსპიკერად ეკა მიშველაძე დაინიშნა
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით ეკატერინე მიშველაძე, 2016 წლის 11 მაისიდან, საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერად დაინიშნა. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, ქვეყნის პირველი პირის პრესსპიკერი, მედიას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა წარუდგინა. „მაქვს პატივი წარმოგიდგინოთ ქალბატონი ეკა მიშველაძე, რომელსაც ჩემი წარდგენა დიდად არ სჭირდება. დღეიდან ქალბატონი ეკა დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერად, ადამიანად, რომელსაც მედიასთან ხშირი და ინტენსიური ურთიერთობა ექნება. ქალბატონ ეკას აქვს სახელმწიფო სექტორში მუშაობის გამოცდილება, ჟურნალისტიკაში მუშაობის 25 წლიანი გამოცდილება და ვფიქრობ, რომ იგი არის ძალიან მნიშვნელოვანი შენაძენი პრეზიდენტის, პრეზიდენტის გუნდისა და მთლიანად პრეზიდენტის ადმინისტრაციისათვის", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა. თავის მხრივ, ახალდანიშნულმა პრესსპიკერმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტსა და ადმინისტრაციას ნდობისათვის და მომავალი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტს, პრეზიდენტის ადმინისტრაციას, ყველა თანამშრომელს ასეთი ნდობისთვის. ვთვლი, რომ ჩემი ცხოვრებისათვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული ეტაპია. ჩვენ ერთმანეთს კარგად ვიცნობთ, ვგულისხმობ ყველა იმ ადამიანს ვინც მედიაში მუშაობს, გამომდინარე იქიდან, რომ მე დიდი ხანი ვიყავი ერთერთი თქვენგანი, თუმცა ახლა, გარკვეულ ახალ ეტაპზე გადავა ჩვენი თანამშრომლობა. იმედი მაქვს, რომ ეს იქნება ისეთივე მჭიდრო, ისეთივე კოლეგიალური და თბილი დამოკიდებულება, როგორც გვქონდა ჩვენ წლების განმავლობაში. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს რაღაც გარკვეული ახალი გეგმები, რასაც უახლოეს დღეებში თქვენთან შეხვედრაზე აუცილებლად დეტალურად მოგახსენებთ. მანამდე კი, იმედი მაქვს, რომ ვიქნებით მჭიდრო და ახლო ურთიერთობაში, და ყველა წარმატებულად ვემსახურებით ჩვენს ქვეყანას", - აღნიშნა ეკატერინე მიშველაძემ.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)