|
2016-05-11 10:01:41, 492 ნახვა
პოლიტიკა
ევროპის საბჭოს თანამომხსენებლები: საკონსტიტუციო სასამართლოს, როგორც მიუკერძოებელი არბიტრის როლი უზრუნველყოფილი უნდა იყოს
„საკონსტიტუციო სასამართლოს, როგორც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი არბიტრის როლი უზრუნველყოფილი უნდა იყოს“,-ამის შესახებ ევროსაბჭოს საპარალამენტო ასამბლეის თანამომხსენებლების განცხადებაშია აღნიშნული. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცახდებაში თანამომხსენებლები მიესალმებიან საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მზადყოფნას, ვენეციის კომისიას გაუგზავნოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებული ცვლილებების პროექტი, ამ ცვლილებების მეორე მოსმენით საქართველოს პარლამენტში განხილვამდე. „ამან უნდა გააქარწყლოს ყველა შიში იმასთან დაკავშირებით, რომ ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში, შესაძლოა, ხელი შეეშალოს საქართველოში საკონსტიტუციო სასამართლოს ეფექტიან ფუნქციონირებას. უნდა იყოს უზრუნველყოფილი საკონსტიტუციო სასამართლოს, როგორც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი არბიტრის, მნიშვნელოვანი როლი . შეფასებისათვის უახლოეს დღეებში მიმართვის შემთხვევაში, ვენეციის კომისია შეძლებს საკითხის ივნისის პლენარულ სესიაზე განხილვას, რაც მისცემს საშუალებას პარლამენტს, გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები ცვლილებების საბოლოო მოსმენით დამტკიცებისას მიმდინარე საპარლამენტო სესიის დასრულებამდე“, - ნათქვამია თანამომხსენებლების განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)