11:03 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-10 23:19:11, 665 ნახვა

პოლიტიკა
თქვენ ატყუებთ საზოგადოებას - კამათი კორძაიას და მეჭიაურს შორის

"თქვენ ატყუებთ საზოგადოებას" - ასე მიმართა "რესპუბლიკური პარტიის" წევრმა თამარ კორძაიამ "ქართული ოცნების" წევრ თამაზ მეჭიაურს, რომელიც მიიჩნევს, რომ ნატო არა მშვიდობას არამედ არეულობას მოუტანს საქართველოს.

მეჭიაური ნატოს მხარდამჭერ პოლიტიკოსებს სთხოვს, დაარწმუნონ ის, რომ ნატოში შესვლა აფხაზეთისა და სამაჩობლოს გარეშე არ მოხდება. მისი თქმით, ასეთი განცხადებები არაერთი პოლიტიკოსისგან გაუგია და მათ შორის არც "რესპუბლიკური პარტიის" წევრებისგანაც.

დეპუტატის ამ განცხადებას ცილისწამება უწოდა "რესპუბლიკური პარტიის" წევრმა თამარ კორძაიამ, რის შემდეგაც მეჭიაურმა მათი განცხადების გამოქვეყნება დაანონსა.

„რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფს არა აქვს უფლება, თავის ნებაზე მიიღოს გადაწყვეტილებები და საფრთხის ქვეშ დააყენოს ქვეყანა,“ - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თურქეთის პოლიციამ ოპოზიციური რესპუბლიკური სახალხო პარტიის შტაბ-ბინა შტურმით აიღო
WP: აშშ და ირანი შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტის 60 დღით გახანგრძლივებაზე
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სომხეთში 26 მაისს ჩავა
რუსეთმა ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის თვითმფრინავის GPS სიგნალი ჩაახშო - The Times
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics