11:03 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-10 22:42:34, 407 ნახვა

პოლიტიკა
ახვლედიანი: პარტიაში არიან ისეთები, რომლებიც მზად არიან საკუთარი მდგომარეობის შესანარჩუნებლად ნებისმიერი გზა გამოიყენონ

"პარტიაში არიან ისეთები, რომლებიც მზად არიან საკუთარი მდგომარეობის შესანარჩუნებლად ნებისმიერი გზა გამოიყენონ" - ამის შესახებ "ქართულიც ოცნების" პოლიტსაბჭოს ყოფილმა წევრმა, არმაზ ახვლედიანმა გადაცემა "არჩევანში" განაცხადა.

არმაზ ახვლედიანის თქმით, "ქართულ ოცნებაში" რეტროგრადების საუკეთესო წარმომადგენლები გია ვოლსკი და ზვიად კვაჭანტირაძეა.

“შეიცვლება ფასადი. ეს იქნება მორიგი ცვლილება ფასადისა. ოცნებამ უკვე დაანონსა ახალი სახეები,დაანონსა კეთილი და კარგად შეკაზმული სიტყვები. ამის იქით არაფერს ველოდები და არც საზოგადოება უნდა ელოდოს. გადაწყვეტილების მიმღებები ისევ ის ადამიანები იქნებიან. ასე რომ, არაფერი შეიცვლება. განსხვავებული აზრი გახდა მიუღებელი და ამის მაგალითი მე თავად ვარ. მე პოლიტსაბჭოში ვერ დავინახე ვერცერთი ადამიანი, ვისაც შეუძლია, საჭირო დროს თქვას "არა". არიან ისეთებიც, რომლებიც მზად არიან, რომ საკუთარი მდგომარეობის შესანარჩუნებლად ნებისმიერი გზა გამოიყენონ. ოცნებამ ვერ მოახერხა, გაეშვათ ისინი, ვინც ეწინააღმდეგებიან რეფორმებს ოცნებაში და მოეყვანათ ნორმალური ადამიანები.რეტროგრადების საუკეთესო წარმომადგენლები არიან გია ვოლსკი, ზვიად კვაჭანტირაძე, მაგრამ არამარტო ეს ორი ადამიანი,“ - განაცხადა ახვლედიანმა.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თურქეთის პოლიციამ ოპოზიციური რესპუბლიკური სახალხო პარტიის შტაბ-ბინა შტურმით აიღო
WP: აშშ და ირანი შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტის 60 დღით გახანგრძლივებაზე
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სომხეთში 26 მაისს ჩავა
რუსეთმა ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის თვითმფრინავის GPS სიგნალი ჩაახშო - The Times
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics