|
2016-05-10 22:07:40, 547 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი მეჭიაურსა და რესპუბლიკელებზე: მათ შორის არსებითი განსხვავება არაა
"მათ შორის არსებითი განსხვავება არაა" - ასე აფასებს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თამაზ მეჭიაურისა და "რესპუბლიკელების" დაპირისპირებას. "ჩემთვის ამ პარტიებსა და პოლიტიკურ ფიგურებს შორის განსხვავება არ არის, იმიტომ, რომ იგივე პოლიტიკური პარტიების და ფრაქციების წარმომადგენლები უნისონში საუბრობდნენ პრეზიდენტის ინსტიტუტის შესუსტების, პრეზიდენტის მმართველობის დისკრედიტაციის თაობაზე. იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტის როლი მხოლოდ პანაშვიდზე სიარულია და პრეზიდენტი სხდომას რომ მოიწვევდა, ტელევიზიით მოუწოდებდნენ, ნუ დაუჯერებთ პრეზიდენტს და ნუ მიხვალთ ამ სხდომაზეო, იმიტომ, რომ დეპუტატი თურმე პარლამენტში არ უნდა მიდიოდეს პრეზიდენტის დაძახილზე. ეს ის გუნდია, რომელიც უნისონში მიპირისპირდებოდა, როდესაც იყო პრინციპულ საკითხებზე მსჯელობა და ის გუნდია, რომელიც უნისონში ვერ ხედავდა ხელისუფლებაში ჩემს ადგილს. ერთად ქმნიდნენ იმ კანონპროექტს და გმობდნენ პრეზიდენტის ვეტოს. ეს გუნდი უნისონში ახერხებდა იმას, რომ პრეზიდენტს უცხოეთიდან კორესპონდენცია არ მიეღო და ა.შ. ამიტომ ამ კამათში მე ნაკლებად ვერთვები". - განაცხადა მარგველაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)