13:26 - 21 May, 2026
|
2016-05-10 20:09:10, 824 ნახვა
სამხედრო
ავღანეთში მყოფი სერჟანტის ოჯახს, მინისტრის სახელით, მესამე ვაჟის დაბადება მიულოცეს
საქართველოს შეიარაღებული ძალების დასავლეთ სარდლობის სარდალმა, პოლკოვნიკმა შალვა ჯაბახიძემ და 42-ე ბატალიონის მეთაურმა, მაიორმა დავით მარგიანმა ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მყოფი სერჟანტის, ირაკლი გოცაძის ოჯახს მესამე ვაჟის შეძენა მიულოცეს. შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები სერჟანტის მეუღლეს ნინო გოცაძეს და მის მცირეწლოვან შვილებს ქუთაისის სამშობიაროში შეხვდნენ და თავდაცვის მინისტრის, თინათინ ხიდაშელის სახელით საჩუქრები გადასცეს. სერჟანტი ირაკლი გოცაძე ავღანეთის მისიაში უკვე მეორედ იმყოფება. მას 5 წლის გიორგის და 4 წლის გეგას შემდეგ კიდევ ერთი ვაჟი, თორნიკე შეეძინა.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)