|
2016-05-10 19:23:43, 454 ნახვა
პოლიტიკა
ვახტანგ ყოლბაია ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში დამოუკიდებელ ექსპერტს თომას ჰამერბერგს შეხვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში დამოუკიდებელ ექსპერტს თომას ჰამერბერგს შეხვდა. შეხვედრაზე ვახტანგ ყოლბაიამ თომას ჰამერბერგს აფხაზეთის მთავრობის მიერ განხორცილებული პროექტები გააცნო და ინფორმაცია მიაწოდა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული სიტუაციის შესახებ, საუბარი შეეხო გალის რაიონის მაცხოვრებლების უფლებრივ მდგომარეობასა და ქართული ენაზე განათლების მიღებასთან დაკავშირებულ პრობლემებს. თომას ჰამერბერგი საქართველოს მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება. ექსპერტი ადგილზე შეისწავლის აფხაზეთის რეგიონში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ ვითარებას, რის შემდეგაც გათვალისწინებულია აფხაზეთში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიშის მომზადება სამხრეთ კავკასიისა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლისთვის. მისია ემსახურება ჰუმანიტარულ მიზნებს და ხორციელდება ევროკავშირის არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)