|
2016-05-10 16:06:49, 599 ნახვა
საზოგადოება
ცესკო-ს თავმჯდომარემ ორი წლის განმავლობაში ანაზღაურების სახით 329,520.55 ლარი მიიღო
"სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" 2011-2015 წლებში ცესკო-ს წევრთა და თანამშრომელთა საქმიანობის ანაზღაურების მონიტორინგის პრეზენტაცია გამართა. "სამართლიანმა არჩევნებმა" ცესკო-დან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე კომისიის ხელმძღვანელი პირების, წევრებისა და საშტატო თანამშრომლებზე გაცემული ხელფასების, პრემიებისა და დანამატების ოდენობები შეისწავლა. როგორც პრეზიენტაციაზე აღინიშნა, შესწავლის ეტაპზე რამდენიმე ტენდენცია გამოიკვეთა. კერძოდ, ცესკო-ს თავმჯდომარეების მიერ მიღებული პრემიისა და დანამატების ჯამური რაოდენობა მათ თანამდებობრივ სარგოს უტოლდება. მაგალითად, თამარ ჟვანიას 2013 წლის სექტემბრიდან 2015 წლის ნოემბრის ჩათვლით ანაზღაურების სახით მიღებული აქვს 329,520.55 ლარი. აქედან, თანამდებობრივი სარგო 165,123.55 ლარია, პრემია 66.762, ხოლო სახელფასო დანამატი 97,635 ლარი. ამ პერიოდში ცესკო-ს თავმჯდომარის მიერ მიღებულმა პრემიამ და დანამატმა ჯამურად თანამდებობრივი სარგოს 99.6% შეადგინა , სიტუაცია მსგავსია ცესკო-ს სხვა თანამდებობის პირებისა და წევრების შემთხვევაში. "სამართლიანი არჩევნების" ინფორმაციით, პრემიისა და სახელფასო დანამატების ოდენობები ყოველთვიურად იცვლება, რაც ხელს უშლის საჯარო დაწესებულებაში ფინანსების განკარგვის გამჭვირვალობას. ორგანიზაციაში თვლიან, რომ მნიშვნელოვანია უფრო მკაფიოდ განისაზღვროს გაცემული პრემიების და დანამატების პერიოდულობა, საფუძველი, ოდენობა და უნდა განისაზღვროს პრემიისა და დანამატის მინიმალური და მაქსიმალური პროცენტული ზღვარი.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)