02:37 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-10 16:09:39, 664 ნახვა

საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში 2000-მდე წიწვოვანი და ფოთლოვანი ხის ნერგი დაირგო

ნაძალადევის რაიონში გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს. 

თბილისის მერიის ინფორმაციით, საგაზაფხულო რგვების ფარგლებში რაიონის უბნებში:  თემქაზე, სანზონაში, ლოტკინსა და ახალი ნაძალადევის ტერიტორიაზე  2000-მდე წიწვოვანი და ფოთლოვანი ხის ნერგი დაირგო. 

მათივე ცნობით, გამწვანების სამუშაოებში მონაწილეობა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა - ზაზა გაბუნიამ, მოსახლეობასთან და თანამშრომლებთან ერთად მიიღო. 
აღსანიშნავია, რომ ხის ნერგები   ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ტერიტორიაზე გადანაწილდა და ნერგების მოვლა- პატრონობაში მოსახლეობაც იქნება ჩართული. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, ნაძალადევის რაიონის ტერიტორიაზე ცაცხვის 1200 და კიპაროსის  800 ნერგი დაირგო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics