|
2016-05-10 15:45:41, 556 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები სეტყვისგან დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდნენ
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები გოჩა ცოფურაშვილი და ლევან დავითაშვილი გორისა და ქარელის რაიონებიდან ჩამოსული, სეტყვისგან დაზარალებული მოსახლეობის წარმომადგენლებს სოფლის მეურნეობის სამინისტროში შეხვდნენ. როგორც „ექსპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, 6 მაისს გორისა და ქარელის რაიონის სოფლები ძლიერი სეტყვისგან მნიშვნელოვნად დაზარალდა. გორის რაიონში დაახლოებით 6500, ხოლო ქარელის რაიონში 1200 ჰექტარზე დაზიანდა როგორც ერთწლოვანი, ასევე მრავალწლოვანი ნარგავები და ნათესი ფართობები. უწყების ინფორმაციით, გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროში დასრულების სტადიაშია დაზარალებული მოსახლეობის სახელობით სიებზე მუშაობა, რომლის შემდეგაც თითოეული დაზარალებული, დახმარების სახით, შესაწამლ პრეპარატებს მიიღებს. დაზიანებული ფართობების შესაბამისი შხამ-ქიმიკატებით აგროვადებში დამუშავება, გლეხებს საშუალებას მისცემს შესაძლებლობის ფარგლებში ნარგავები და ნათესი ფართობები გადაარჩინონ. „გასული ორი დღის მანძილზე, ადგილებზე, ოპერატიულად შევისწავლეთ ვითარება. განსაზღვრულია ჩვენი სამინისტროს მოქმედების პერიმეტრი. სოფლის მეურნეობის სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში დაზარალებული მოსახლეობა უახლოეს დღეებში მიიღებს დახმარებას შესაწამლი საშუალებების სახით“, - აღნიშნა გოჩა ცოფურაშვილმა დაზარალებულებთან შეხვედრაზე. შეხვედრაზე სოფელ ქვეშში სარწყავი სისტემის მოწყობის საკითხზეც ისაუბრეს. უახლოეს მომავალში საზღვრისპირა სოფლებში დაახლოებით 700 მეტრამდე სარწყავი არხის მშენებლობას სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ დაიწყებს.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)