|
2016-05-10 14:51:19, 552 ნახვა
პოლიტიკა
მეჭიაური: „რესპუბლიკელები“ შეეცდებიან, ახალი „ტროას ცხენები“ ისევ „ქართულ ოცნებაში“ ჩანერგონ
„რესპუბლიკელები“ კარნახობენ გიორგი კვირიკაშვილს, რომ ჩემი და ჩემნაირების, ან ეროვნულ ნიადაგზე უფრო დამოუკიდებელი პიროვნებების პარტიიდან ჩამოშორებით, „ქართულ ოცნებაში“ ახალი „ტროას ცხენები“ ისევ ჩანერგონ ”, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა თამაზ მეჭიაურმა მასთან დაკავშირებით, „რესპუბლიკელების“ მიერ გაკეთებულ განცხადებებზე საუბრისას აღნიშნა. მეჭიაურის თქმით, “ქართული ოცნების“ რეიტინგის კლება, „რესპუბლიკელების“ დამსახურებაა. „თუ სადმე „ქართული ოცნების“ რეიტინგის კლებას აქვს ადგილი, ეს მათი დიდი დამსახურებაა, იმდენად რამდენადაც, ადრე უწოდეს ამ პარტიას, ფითრის როლს ასრულებსო, ხეს მოეკიდებიან, ხე ხმება, ის კიდევ მწვანეა. ასე უნდათ კიდევ სადღაც გადაინერგონ. აიძულონ იგივე კვირიკაშვილი, ფაქტობრივად, ისინი კარნახობენ, რომ ჩემი და ჩემნაირების, ან ეროვნულ ნიადაგზე უფრო დამოუკიდებელი პიროვნებების ჩამოშორებით პარტიიდან, ისინი შეეცდებიან, ისევ ჩანერგონ ისევ „ქართულ ოცნებაში“ ახალი ტროას ცხენები, როგორც ეს გააკეთეს 2012 წლის არჩევნებზე და ამ საშუალებით მოხვდნენ პარლამენტში. ახლა ისინი მოძლიერდნენ, ისინი თვლიან, რომ დამოუკიდებლად შეაღწევენ პარლამენტში, თუ დაემატებათ მათ კიდევ „ქართულ ოცნებაში“ შესული მათი სატელიტი ჯგუფი, ისინი უკვე ამ პარტიას ჩაიბავენ „ბუქსირზე“ და ათამაშებენ ისე, უკვე დიდი გამოცდილებით, როგორც ათამაშებდნენ აქამდე, კვირიკაშვილი უნდა ეცადოს, გაემიჯნოს ასეთ ძალებს მაქსიმლაურად, თუ უნდა ითამაშოს დამოუკიდებელი თამაში და ნაკლებად დაექვემდებაროს გარედან მართვას, თუ მას უნდა, რომ სერიოზულ დამოუკიდებელ პოლიტიკოსად ჩამოყალიბდეს. თუ მათ უნდათ ჩვენგან გამიჯვნა, მოვუწოდებ ყველას, არა მხოლოდ მინისტრები გადადგნენ, არამედ საპარლამენტო თანამდებობებიც დატოვონ და მეც გადავდგები იმისათვის, რომ შევეწირო მათ“, - განაცხადაა თამაზ მეჭიაურმა.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)