|
2015-02-24 10:46:48, 3054 ნახვა
სხვადასხვა
საქართველო თავისუფლების დიდი ქარტიის 800 წლისთავისადმი მიძღვნილ სამიტში მონაწილეობს
ლონდონში თავისუფლების დიდი ქარტიის (Magna Carta Libertatum) 800 წლისთავისადმი მიძღვნილი სამართლის გლობალური სამიტი გაიხსნა. სამიტის მუშაობაში იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პირველ მოადგილე ალექსანდრე ბარამიძესთან ერთად მონაწილეობს. ღონისძიებაში აშშ-ის, ევროპის, სამხრეთ ამერიკის ქვეყნების წამყვანი იურისტები − იუსტიციის მინისტრები; სასამართლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ადვოკატთა და იურისტთა ასოციაციების, საარბიტრაჟო სასამართლოს, პროკურატურის წარმომადგენლები − მონაწილეობენ. სამიტი ბრიტანეთის იუსტიციის სახელმწიფიო მდივანმა, აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, „OECD“-ის გენერალურმა მდივანმა გახსნეს. გახსნაზე აღინიშნა, რომ სამიტის მონაწილე ქვეყნები იზიარებენ სამართლის უზენაესობის პრინციპებსა და დანაშაულთან ბრძოლაში ერთიანდებიან. იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, სწორედ თავისუფლების დიდმა ქარტიამ დაუდო საფუძველი ადამიანის უფლებებს: „საქართველოს მონაწილეობა ამ სამიტში არის მნიშვნელოვანი იმით, რომ ვაჩვენოთ, ჩვენ რას ვაკეთებთ იმისათვის, რომ დავიცვათ სამართლის უზენაესობა და ადამიანის უფლებები“,-განაცხადა თეა წულუკიანმა. სამართლის გლობალური სამიტის თემატიკა მრავალფეროვანია: სავაჭრო და საინვესტიციო ბაზრის სამართლებრივი მხარეები, კონკურენცია და სამართლებრივი დავა ბიზნესში, ეკონომიკური დანაშაულის სპეციფიკა და მასთან ბრძოლის მექანიზმები, სწრაფი მართლმსაჯულების როლი და მნიშვნელობა ბიზნესისათვის, კანონის უზენაესობა ბიზნესში, საერთაშორისო ბიზნესდავები, ადამიანის უფლებებისა და საკუთრების უფლებების დაცულობის საკითხები, შრომითი უფლებები − დამსაქმებლები დასაქმებულთა შრომითი უფლებების დასაცავად, კონფიდენციალური ინფორმაციის ცნება ბიზნესში და სხვა. ლონდონში შეკრებილ სამართლის სფეროს წამყვან სპეციალისტებს დღეს ბუკინგემის სასახლეში დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელიზაბეტ მეორე უმასპინძლებს. დედოფალი ისტორიული დოკუმენტის 800 წლისთავთან დაკავშირებით საზეიმო მიღებას აწყობს, სადაც მსოფლიოს იურიდიული საზოგადოების გამორჩეული ნაწილი მოიყრის თავს. სამართლის გლობალური სამიტი 26 თებერვალს დასრულდება. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრი ბრიტანეთის იუსტიციისა და სამოქალაქო თავისუფლების მინისტრ საიმონ ჰიუსსა და სამართლის გლობალური სამიტის მონაწილე სხვა უცხოელ კოლეგებს შეხვდება. თავისუფლების დიდი ქარტია - მაგნა კარტა (ლათ. Magna Carta Libertatum) ინგლისში 1215 წელს გამოიცა. აღნიშნული დოკუმენტი ითვლება ისტორიული პროცესის წინაპირობად, რომლის შედეგად თანამედროვე კონსტიტუციური სამართალი ჩამოყალიბდა. „Magna Carta Libertatum“ აღიარებულია „ინგლისური თავისუფლების ქვაკუთხედად“ და მიუხედავად იმისა, რომ ის ფეოდალიზმის პერიოდის სამართლებრივი დოკუმენტია, სწორედ მან შექმნა ის საფუძვლები, რომლებმაც წარმოშვეს წინაპირობები საზოგადოების ცხოვრებაში თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის შემდგომი განმტკიცებისათვის. ქარტიაში ნათქვამია, რომ „ქვემოთ დაწერილი თავისუფლებანი“ ენიჭება სამეფოს ყველა თავისუფალ ადამიანს, რათა „ფლობდნენ მათ“.
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)