|
2016-05-10 09:17:19, 567 ნახვა
საზოგადოება
დავით ნარმანია საკრებულოს 17 მაისს ეწვევა
თბილისის მერი დავით ნარმანია საკრებულოს 17 მაისს ეწვევა. როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის წევრებსა და დედაქალაქის მერს შორის გამართული კონსულტაციების შედეგად გადაწყდა, რომ დავით ნარმანია თბილისის წარმომადგენლობით ორგანოს 17 მაისს ეწვევა და საზოგადოებას თაბორის მთაზე 29 ჰექტარი მიწის ნაკვეთის საჯარო, პირობიანი აუქციონის წესით გასხვისებასთან დაკავშირებით ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდის. როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის მუნიციპალიტეტმა მოსახლეობის მაღალი ინტერესიდან გამომდინარე მიიღო. ,,აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ატეხილი აჟიოტაჟი უსაფუძვლოა. მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებსა და საკრებულოს უმრავლესობის წევრებს შორის ინტენსიურად მიმდინარეობს სამუშაო შეხვედრები, შესაბამისად საკითხი დეტალურადაა განხილული და წარმომადგენლობითი ორგანოს უმრავლესობის წევრებს კითხვები არ გაგვაჩნია. მერიისა და საკრებულოს უმრავლესობის მხრიდან მედიასაშუალებებში არაერთი განმარტება გაკეთდა, მაგრამ, რადგან აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, დღეის მდგომარეობით, საზოგადოებაში კვლავ არსებობს კითხვები, თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრებსა და დედაქალაქის მერს შორის გამართული კონსულტაციების შედეგად გადაწყდა, რომ დავით ნარმანია თბილისის წარმომადგენლობით ორგანოს 17 მაისს ეწვევა და ყველა კითხვას უპასუხებს“, - განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა. ამასთან, საკრებულოს თავმჯდომარემ პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 29 ჰექტარიდან მხოლოდ 2 ჰექტარზე იგეგმება მშენებლობები, დანარჩენი ტერიტორია კი სარეკრეაციო ზონას დაეთმობა და თბილისს შეემატება გამწვანებული, დასასვენებელი სივრცე, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის დედაქალაქს, როგორც ჩვენი მოქალაქეებისთვის ასევე ტურისტებისთვის.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)