|
2016-05-09 14:50:16, 594 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი: ივანიშვილი არ არის უბრალოდ ვიღაცა მდიდარი კაცი, ის მმართველი პოლიტიკური ძალის ფაქტობრივი ლიდერია
"ბიძინა ივანიშვილი არ არის უბრალოდ ვიღაცა მდიდარი კაცი, ის არის ადამიანი, რომელიც არის მმართველი პოლიტიკური ძალის ფაქტობრივი ლიდერი", - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს "რესპუბლიკური პარტიის" წევრმა დავით ზურაბიშვილმა ბოტანიკური ბაღისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის გასხვისებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. როგორც ზურაბიშვილმა "ექსპრესნიუსს" განუცხადა, ხელისუფლება ვალდებულია დაიცვას კანონი, რათა საზოგადოებაში კითხვები არ გაჩნდეს. ამასთან, ზურაბიშვილი ამბობს, რომ ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიის 29 ჰექტარის პრივატიზებასთან დაკავშირებით, კითხვები თავადაც აქვს: "შეკითხვები ბუნებრივია, ისმის. გვაქვს კითხვები 29 ჰექტარის პრივატიზებაზე, რომელიც საკრებულოს ეხებოდა უშუალოდ. იმიტომ, რომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ზომის შეცვლაზე და იქ უნდა ყოფილიყო გზა გაყვანილი და ეს გზა აღარ გავიდა. დაიწყო სამუშაოები, გამოიყო ფული და შემდეგ უცბად გამოგვიცხადეს, რომ გზა სხვაგან გავა და უცებ გაიტანეს აუქციონზე. ეს, რასაკვირველია, ძალიან სერიოზულ ეჭვებს იწვევს, რომ აქ თავიდანვე სხვა რაღაც იყო გამიზნული, ამიტომ აქაც ველოდებით გარკვეულ ახსნა-განმარტებებს. ამას დადებითად ვერანაირად ვერ შევხედავთ. ერთადეთი, რაც შეიძლება იყოს სამართლებრივი თვალსაზირისით, არის მხოლოდ ის, თუ რამდენად იყო ეს კანონთან შესაბამისობაში (საუბარია, რომ ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს). უფრო მეტად პრობლემები აქ არის იმის გამო, რომ ეს ეხება ბიძინა ივანიშვილს. ბიძინა ივანიშვილი არ არის უბრალოდ ვიღაცა მდიდარი კაცი, ის არის ადამიანი, რომელიც არის მმართველი პოლიტიკური ძალის ფაქტობრივი ლიდერი და როდესაც მმართველი პოლიტიკური ძალის ფაქტობრივ ლიდერს ეხება საქმე და მის მიერ ტერიტორიის შეძენას, თუნდაც ეს იყოს კეთილშობილური მიზნით, აქ ხელისუფლება ვალდებულია, დაიცვას კანონი, რომ არ დარჩეს საზოგადოებაში არც ერთი კითხვა", - განუცხადა დავით ზურაბიშვილმა "ექსპრესნიუსს". შეგახსენებთ, ბოტანიკური ბაღის მიმდებარე 29 ჰექტარი მიწის ტერიტორია 6 326 495 ლარად, გაიყიდა. აუქციონში მხოლოდ ერთი სუბიექტი - თანაინვესტორების ფონდი მონაწილეობდა, რომელმაც ფასი მხოლოდ ერთხელ შესთავაზა და მიწის ნაკვეთი საბოლოოდ შეთავაზებულ ფასად გაიყიდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამოქალაქო აქციებიცაა დაგეგმილი.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)