08:41 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-09 14:40:23, 512 ნახვა

პოლიტიკა
კვირიკაშვილი: პაატა ზაქარეიშვილის ამ განცხადების გამო, გული მტკივა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის განცხადებას, რომ მას დეპუტატ თამაზ მეჭიაურის  განცხადებებზე "ქართული ოცნების" დუმილი აკვირვებს, არაობიექტურსა და ნაჩქარევს  უწოდებს.

პრემიერის თქმით, ის პაატა ზაქარეიშვილის ამ განცხადების გამო, ძალიან წუხს.

„ მაკვირვებს პაატა ზაქარეიშვილის განცხადება, რადგან ეს არის აბსოლუტურად არაობიექტური განცხადება. ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობის, მათ შორის პარლამენტარების მხრიდან გაკეთდა არაერთი განცხადება და საქართველოს მთავრობა გამოხატავს „ქართული ოცნების“ ნებას, პრიორიტეტებს. ვფიქრობ, რომ მთავრობის წევრის მხრიდან, მითუმეტეს არაობიექტური კრიტიკა მმართველი ძალის,  ძალიან გასაკვირი და მიუღებელია. ძალიან გული მტკივა ამ განცხადების გამო. დიდ პატივს ვცემ პაატა ზაქარეიშვილს, მაგრამ მისი განცხადება, ჩემი აზრით, იყო ნაჩქარევი და ობიექტურობას დაშორებული“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

შეგახსენებთ, პაატა ზაქარეიშვილის თქმით,  მისთვის გაუგებარია  "ქართული ოცნების" წევრთა დუმილი თამაზ მეჭიაურის განცხადებაზე, რომ ქართულ-ამერიკულ წვრთნებთან დაკავშირებით, თავდაცვის მინისტრისა და პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები საფრთხეს შეიცავს.

„გამორიცხულია ჩვენ ვიხილოთ 2008 წლის შესაბამისი მოვლენები, რადგან ქართული მხარე პროვოკაციებს არ აჰყვება. მაგრამ რაც შეეხება მის შეფასებას, ეს არის ყოვლად მიუღებელი, რადგან შარშან სწორედ ამ დროს ჩატარდა ამ ტიპისვე წვრთნები და ადრეც ტარდებოდა და მაშინ რატომღაც ხმა არ ამოუღია ბატონ მეჭიაურს. ბატონი მეჭიაური თავისთავად მარტო, როგორც ადამიანი კი არა, არაფერი არაა, ჩემთვის მნიშვნელოვანია "ქართული ოცნება" ამას როგორ უყურებს, "ქართული ოცნების" დუმილი უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის, ვიდრე ბატონი მეჭიაურის ესა თუ ის განცხადება,“- განმარტა ზაქარეიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics