08:45 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-09 11:52:23, 1542 ნახვა

პოლიტიკა
გრიშა ონიანი: სიამაყით ვივსები პუტინის ვაჟკაცობითა და შეუპოვრობით, სტალინზე დიდი კაცი ხდება

მოსკოვში წელსაც არ დამპატიჟეს, რისთვისაც გული ძალიან მწყდება, - ასე ეხმაურება ფაშიზმზე გამარჯვების დღეს მოძრაობა „სტალინელის“ ხელმძღვანელი გრიშა ონიანი „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას.

ონიანის თქმით, ის ახლა გორში მიემგზავრება. აპირებს, რომ ფაშიზმზე გამარჯვების დღე სტალინის მშობლიურ ქალაქში აღნიშნოს.

როგორც მან განაცხადა, გული სწყდება რომ მოსკოვში არ მიიწვიეს თუმცა ამის მიუხედავად პუტინზე განაწყენებული მაინც არ არის. უფრო მეტიც, მსოფლიოში დიქტატორად ცნობილ პუტინს ვაჟკაცად მოიხსენიებს და ამბობს, რომ ”პუტინი სტალინზე დიდი კაცი ხდება“.

„ამ წუთებში ავტომანქანაში ვზივარ და გორში მივდივარ. ფაშიზმზე გამარჯვების დღეს სტალინის ქალაქში - გორში აღვნიშნავ.

მოსკოვში წელსაც არ დამპატიჟეს, რისთვისაც გული ძალიან მწყდება. იმიტომ არ მეპატიჟებიან, რომ სულ ფეხებზე ვკიდივართ ქართველი ხალხი. ჩვენ თუ არ გვჭირდება დიდი რუსეთი იმათ რაში ვჭირდებით?!

‘დიახ, მე სტალინის ორგანიზაციის თავმჯდომარე ვარ, მაგრამ იქ (მოსკოვში) ნაკლები სტალინელები არიან?! ნეტა სულ მოსკოვში ვცხოვრობდე, მაგრამ არ ვუნდივართ ქართველები. რუსებს მეც ისეთი ქართველი ვგონივარ, ვინც რუსებს თავს აძულებს“, - აცხადებს გრიშა ონიანი, რომელიც აქვე დასძენს, რომ იმის მიუხედავად რომ მოსკოვში არ მიიწვიეს პუტინზე განაწყენებული მაინც არ არის. უფრო მეტიც, ონიანი პუტინის მსოფლიოს უდიდეს მმართველად მოიხსენიებს.

„პუტინზე განაწყენებული არ ვარ. სიამაყით ვივსები მისი ვაჟკაცობითა და შეუპოვრობით. დედამიწა დააჩოქა. სტალინზე დიდი კაცი ხდება.

მართალია არ მეპატიჟება, მაგრამ საჩუქრებს მიგზავნის. საპატიო საჩუქრები 70 წლის იუბილეზეც გამომიგზავნეს და შესაძლოა კიდევ გამომიგზავნოს“, - განუცხადა „ექსპრესნიუსს“ გრიშა ონიანმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics