|
2016-05-08 17:31:17, 604 ნახვა
საზოგადოება
თბილისში ,,ევროპის დღის“ აღსანიშნავი კვირეული დაიწყო
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ევროკავშირის ელჩ იანოშ ჰერმანთან ერთად, რიყის პარკში „ევროპის დღის“ აღსანიშნავად მოწყობილი გამოფენა დაათვალიერა. „ევროსოფელი“ „ევროპის დღის“ აღსანიშნავი კვირეულის ფარგლებში გაიხსნა. გამოფენაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლებმა საქართველოში თავიანთი საქმიანობა და საკუთარი ტრადიციები წარმოაჩინეს. წარმოდგენილი იყო საინფორმაციო, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებები. დავით ნარმანიას თქმით, „ევროპის დღისადმი“ მიძღვნილი ღონისძიებები წელს კიდევ უფრო მასშტაბურია. „ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ძალიან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს. მომავალში ვაპირებთ, კიდევ ბევრი ერთობლივი პროექტი და პროგრამა განვახორციელოთ, რათა უფრო მეტად ვიყოთ ინტეგრირებული ევროპაში“,-განაცხადა დავით ნარმანიამ. კვირეული 8-დან 24 მაისამდე გაგრძელდება. ღონისძიებები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებისა და ევროკავშირისა და ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით ტარდება. ევროკავშირის ქვეყნებში ,,ევროპის დღე“ 9 მაისს, ევროკავშირის ერთ–ერთი დამაარსებლის, რობერტ შუმანის ინიციატივის აღსანიშნავად იმართება. მან 1950 წლის 9 მაისს ევროპის ქვეყნების ერთიან თანამეგობრობაში გაერთიანების იდეა წამოაყენა, რომლის განხორციელებაც 6 ევროპული ქვეყნის გაერთიანებით დაიწყო და დღეს, 28 წევრ სახელმწიფოს აერთიანებს.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)