|
2016-05-08 16:07:40, 467 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: წელს მოხდება მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა ჩვენი ახალი სახელმწიფოებრიობის თვალსაზრისით
„2016 წელი ევროპული სახელმწიფოს წლად გამოვაცხადეთ, რადგან ამ წელს მოხდება ძალიან მნიშნელოვანი ნაბიჯების გადადგმა ჩვენი ახალი სახელმწიფოებრიობის თვლსაზრისით“,-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა რიყის პარკში განაცხადა, სადაც დღეს ევროპის დღეები საზეიმოდ გაიხსნა. მისივე თქმით, დღეს საქართველომ დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისკენ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი უნდა გადადგას. „2016 წელი ევროპული სახელმწიფოს წლად გამოვაცხადეთ. ეს გავაკეთეთ იმიტომ, რომ ამ წელს მოხდება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა ჩვენი ახალი სახელმწიფოებრიობის თვალსაზრისით. 25 წლის წინ, ჩვენ ერთად ვიდექით იმისათვის, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფო შექმნილიყო, ბევრად უფრო რთულ ვითარებაში- საბჭოთა კავშირში. ჩვენ ეს ერთად შევძელით. დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი უნდა გადავდგათ დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისკენ“,-განაცხადა პრეზიდენტმა. ევროპის დღეების ფარგლებში, 3 კვირის განმავლობაში, უამრავი საინტერესო ღონისძიება გაიმართება, რომლებზე დასწრებაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება. ღონისძება საქართველოს ყველა მოქალაქეს ევროპული გზისა და არჩევანის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ შეახსენებს. დღეს სტარტი აიღეო ევროპულმა სოფელმა, სადაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საელჩოების ორგანიზებით მოეწყო 28 წევრი ქვეყნის კუთხეები. თითოეული მათგანი წარმოადგენს საკუთარი ქვეყნის კერძებს, ეროვნულ სამოსსა და სხვა ტრადიციებს. მათ შორისაა ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის კუთხეც. გაიმართება კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მევროვიზიის ვარსკვლავები, მოძრაობის თეატრი. ყველა ეს ღონისძიება კიდევ ერთხელ წარმოაჩენს, რომ ერთიანობა მრავალფეროვნებაშია.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)