08:37 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-07 21:55:33, 619 ნახვა

პოლიტიკა
ელისაშვილი: პოლიციამ თქვა, იქ იმიტომ არ ვუშვებდით, რომ ჩაფხუტები არ ეხურათო

"პოლიციამ თქვა, იქ იმიტომ არ ვუშვებდით, რომ ჩაფხუტები არ ეხურათო" - ამის შესახებ საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი "რუსთავი 2-ის" პირდაპირ ეთერში აცხადებს.

„პოლიციამ თქვა, რომ ჩვენ არ ვუშვებდით აქ იმიტომვ რომ ჩაფხუტები არ ეხურათო. ეს სამშენებლო ობიექტია და რამე რომ არ დასცემოდათო. ჩვენ კანონიერ მოთხოვნას არ ემორჩილებოდნენო. ბიძინა ივანიშვილს აქვს აგრესია, ღობავს ყველაფერს და არ უნდა, რომ იქ ვიღაცამ ცხვირი შეყოს. მთელი ისტორია ეს არის,“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ალეკო ელისაშვლიმა აქვე აღნიშნა, რომ აქციაზე ის ცდილობდა, ერთ-ერთი მონაწილე სამართალდამცველებს არ დაეკავებინათ, რა დროსაც ორივე მათგანი დააკავეს. მისივე განცხადებით, "ერთი კაცი გავუშვით თავის ხუშტურებიანად და მოვიდა მეორე, რომელსაც არანაკლები ხუშტურები აქვს".

„მეგონა, რომ სააკაშვილის რეჟიმის დამთავრებასთან ერთად, ერთი ხუშტურიანი კაცის ისტორია ამ ქალაქში დამთავრდებოდა. რა გამოვიდა? ერთი კაცი გავუშვით თავის ხუშტურებიანად და მოვიდა მეორე, რომელსაც არანაკლები ხუშტურები აქვს. ყველაზე მთავარი ის არის, რომ დაივიწყა საერთოდ ხალხის არსებობდა. ბიძინა ივანიშვილმა თითოეულ ჩვენგანს მოგვპარა 29 ჰექტარი. მერია ივანიშვილის ხელის ბიჭად არის გადაქცეული,“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics