16:33 - 22 May, 2026
|
2016-05-07 16:15:30, 897 ნახვა
სამართალი
ადვოკატის ინფორმაციით, ალეკო ელისაშვილი სამართალდამცველებმა საქალაქო სასამართლოში გადაიყვანეს
"პანორამა თბილისის" საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული ხუთი პირი ადვოკატმა მოინახულა. როგორც ადვოკატმა ნონა ქურდოვანიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აქციაზე ექვსი პირი დააკავეს, თუმცა მან მხოლოდ ხუთის მონახულება შეძლო. მისი თქმით, დაკავებული საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი სამართალდამცავებმა საქალაქო სასამართლოში გადაიყვანეს. "ხუთივე დაკავებულია ადმინისტრაციული წესით, 173 მუხლით, რაც პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. მეექვსე დაკავებულს, ალექსანდრე ელისაშვილს ვერ შევხვდი, რადგან ის უკვე საქალაქო სასამართლოშია გადაყვანილი. დანარჩენი დაკავებულებიც სასამართლოში გადაყავთ", - განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)