|
2016-05-07 14:41:38, 918 ნახვა
სამართალი
„პანორამა თბილისის“ საწინააღმდეგო აქციაზე 6 პირი დააკავეს
კოჯრის გზატკეცილზე, „პანორამა თბილისის“ საწინააღმდეგო აქციაზე 6 პირი დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან: საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი, გარემოსდამცველი ნატა ფერაძე, კონსტანტინე გურული და გიორგი ახობაძე. აქცის მონაწილეები მას შემდეგ დააკავეს, რაც მათ მშენებლობის ადგილზე შესვლა მოინდომეს, როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მათი დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვირლმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა) მუხლებით მოხდა. გარდა ამისა, უწყების ცნობით, დაზიანებულია საპატრულო პოლიციის ავტომობილი. აღნიშნულზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს. შეგახსენებთ, აქციის მონაწილეები, იმ ტერიტორიაზე შესვლას ითხოვდნენ, სადაც "პანორამა თბილისის" მშენებლობა მიმდინარეობს, თუმცა მათ ამის საშუალებას სამართალდამცველები არ აძლევდნენ. აქციის მონაწილეებმა ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს და პოლიციის კორდონს მიაწვნენ, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი დააკავეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)