|
2016-05-07 12:18:09, 1271 ნახვა
მსოფლიო
კენია ქვეყნის ტერიტორიაზე ლტოლვილთა ბანაკების დახურვას გეგმავს
კენია ქვეყნის ტერიტორიაზე ლტოლვილთა ბანაკების დახურვას გეგმავს, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედიის ინფორმაციით, კენიის მთავრობა მიიჩნევს, რომ ლტოლვილთა ბანაკები ქვეყანას ეკონომიკურად აზარალებს და ართულებს კრიმინოგენულ ვითარებას. კენიის ხელისუფლების გადაწყვეტილება შეეხება მსოფლიოში უმსხვილეს ლტოლვილთა თავშესაფარს - დადააბის ბანაკსაც, სადაც 300 ათასი იძულებით გადაადგილებული პირი ცხოვრობს. დადააბის ბანაკი სომალის საზღვართან მდებარეობს. როგორც მედია საშუალება წერს, თუ კენიაში არსებული ყველა ლტოლვილთა ბანაკი დაიხურება, საცხოვრებლის გარეშე 600 ათასი ადამიანი დარჩება. France Press-ის ინფორმაციით, კენიის ხელისუფლებამ ასევე ლტოლვილთა საკითხებზე მომუშავე დეპარტამენტი გააუქმა. როგორც კენიის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა კარანჯა კიბიჩომ განაცხადა, კენიაში ლტოლვილთა ბანაკები უკვე 25 წელია არსებობს. სამინისტროში მიიჩნევენ, რომ ბანაკში "ალ-ქაიდასთან" დაკავშირებული დაჯგუფების “ალ-შაბააბის” წევრების რეკრუტირება ხდება. ცნობისთვის, 2013 წელს კენიამ სომალისა და ლტოლვილთა საკითხებზე მომუშავე გაერო-ს კომისიასთან ლტოლვილთა ნებაყოფლობითი რეპატრიაციის შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი, თუმცა კენიის მთავრობის წარმომადგენელთა თქმით, რეპატრიაციის პროცესი ძალიან ნელა მიმდინარეობს. დადააბის ბანაკში ძირითადად სომალელი ლტოლვილები ცხოვრობენ. კენიაში მდებარე კიდევ ერთ ბანაკს კაკუმას 190 ათასი ადამიანი (ძირითადად სამხრეთ სუდანიდან) აფარებს თავს. კენიაში ლტოლვილთა ბანაკების დახურვის წინააღმდეგ გამოვიდნენ უფლებადამცველი ორგანიზაციების, კერძოდ Human Rights Watch და Amnesty International.
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
სირია 1975 წლის შემდეგ პირველად, მონაწილეობას მიიღებს G7-ის სამიტში მოწვეული ქვეყნის სტატუსით
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)