|
2016-05-06 18:17:39, 1237 ნახვა
მსოფლიო
ერდოღანი ევროკავშირს: ჩვენ ჩვენი გზით წავალთ, თქვენ თქვენით იარეთ
ჩვენ ჩვენი გზით წავალთ, თქვენ თქვენით იარეთ, - ასე მიმართა ერდოღანმა ევროკავშირს ანტიტერორისტული კანონმდებლობის შეცვლასთან დაკავშირებით. თურქეთის პრეზიდენტის ერდოღანის თქმით, ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გაუქმების სანაცვლოდ ანტიტერორისტულ კანონმდებლობას არ შეცვლის. “ევროკავშირი გვთხოვს ჩვენ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კანონების შეცვლას სავიზო რეჟიმის გაუქმების სანაცვლოდ. ამას გვეუბნება მაშინ, როდესაც თურქეთი ყველა მხრიდან ტერორისტული ორგანიზაციებისა და მათი კოლაბორაციონისტების თავდასხმებს განიცდის. თქვენ ჩვენ თქვენს პირობებს გვიყენებთ, როდესაც თავად ტერორისტებს აძლევთ უფლებას ევროპარლამენტის წინ კარვები გაშალონ”, - განაცხადა ერდოღანმა. შეგახსენებთ, რომ მარტში ბრიუსელში თურქეთ-ევროკავშირის სამიტის დროს ქურთმა აქტივისტემა “ქურთისტანის მუშათა პარტიის” სიმბოლოებით კარვები გაშალეს. “ქურთისტანის მუშათა პარტიას” თურქეთი ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
სირია 1975 წლის შემდეგ პირველად, მონაწილეობას მიიღებს G7-ის სამიტში მოწვეული ქვეყნის სტატუსით
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)