|
2016-05-06 16:48:45, 633 ნახვა
პოლიტიკა
თამარ ლალიაშვილი უარყოფს, რომ 90-იან წლებში ზვიად ძიძიგურის სიკვდილით დასჯას მხარს უჭერდა
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, თამარ ლალიაშვილმა დღეს განმარტება გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ გასული საუკუნის 90-იან წლებში დეპუტატ ზვიად ძიძიგურის პროცესზე პროკურორი იყო. თამარ ლალიაშვილი იმასაც უარყოფს, რომ თითქოს 90-იან წლებში ზვიად ძიძიგურის სიკვდილით დასჯას მხარს უჭერდა. „ძალიან დიდი სურვილი მქონდა, ამ საკითხთან დაკავშირებით გამეკეთებინა განცხადება. 1996 წელს გაიმართა ლოთი ქობალიას პროცესი, საკმაოდ მძიმე ბრალდებები იყო. რამდენიმე ბრალდებულს შორის ზვიად ძიძიგურიც იყო. ამ საქმეში მე და კიდევ ერთი პროკურორი ვალერიან წერეთელი ვმონაწილეობდით. მაშინ გათვალისწინებული იყო სასჯელის სახით სიკვდილით დასჯა. მაშინაც და ახლაც ამ სასჯელის კატეგორიული მოწინააღმდეგე ვიყავი და ვარ. ბუნებრივია, როდესაც დადგა საკითხი შესაბამისი მტკიცებულების გამოკვლევის შემდეგ ამ სასჯელების პროკურორის მიერ მოთხოვნის თაობაზე, მთავარ პროკურორსა და მის მოადგილეს განვუცხადე უარი. ამის გამო მომხსნეს პროცესიდან“, - აღნიშნა თამარ ლალიაშვილმა. მისივე თქმით, ამის დამადასტურებელი საბუთები არსებობს - სასამართლო სხდომის ოქმი და სატელევიზიო ჩანაწერებიც. „სასჯელები მოითხოვა და კამათებში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ ვალერიან წერეთელმა. ვერც ერთ საქმეს ვერ ნახავთ, სადაც მე, როგორც პროკურორს სასჯელი - სიკვდილით დასჯა მომეთხოვა“, - აღნიშნა თამარ ლალიაშვილმა.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)