|
2016-05-06 10:22:05, 837 ნახვა
სამართალი
შსს-მ პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ჩინეთის სამი მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ჩინეთის სამი მოქალაქე დააკავა. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოს მესამე განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, თბილისის სხვადასხვა უბანში მდებარე ჩინური მასაჟის სამი სალონის ადმინისტრატორები, ჩინეთის მოქალაქეები: 1978 წელს დაბადებული ჰონგიან ი, 1979 წელს დაბადებული იანვეი ი. და 1980 წელს დაბადებული ჩუანსია უ. პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით დააკავეს. „გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გასამრჯელოს სანაცვლოდ, ქალბატონებს პროსტიტუციისთვის ფართს უთმობდნენ. სამართალდამცველებმა სალონებში მომუშავე ქალბატონები მოწმის სახით დაკითხეს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლით მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)