|
2016-05-05 21:30:24, 614 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრმა პოლონეთს კონსტიტუციის დღე მიულოცა
პოლონეთი საქართველოსთვის არა მხოლოდ ნამდვილი მეგობარია, არამედ არის მოდელი ქვეყანა ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პოლონეთის კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებაზე შეკრებილ სტუმრებს. მთავრობის მეთაურმა პოლონეთს ეროვნული დღესასწაული მიულოცა და საქართველო-პოლონეთის მეგობრობაზე ისაუბრა. „დღეს დიდი დღეა, რომელიც გახდა საფუძველი იმისა, თუ როგორია პოლონეთი დღეს. ჩვენ გვაქვს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის და ჩვენი მოქალაქეების უკეთესი მომავლისთვის ბრძოლაში გაღებული მსხვერპლის ერთნაირი რწმენა. პოლონელი ხალხის სიძლიერე და გმირობა სამაგალითო იყო საქართველოს მოქალაქეებისა და ყოფილი საბჭოთა სივრცის სხვა ხალხებისთვის. პოლონეთმა წარმატებით განვლო თავისი გზა ევროკავშირისა და ნატოსკენ და ჩვენ მივყვებით თქვენს ნაბიჯებს. ჩვენ გვაკავშირებს თანამშრომლობა უამრავ სექტორში. პოლონეთის გულუხვი დახმარება საქართველოსადმი კი, ჩვენი ინსტიტუციებისა და საკანონმდებლო სივრცის დემოკრატიზაციასა და ევროპეიზაციას ემსახურება. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადაგიხადოთ საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევი მხარდაჭერისთვის. გილოცავთ კონსტიტუციის დღეს!"- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. გიორგი კვირიკაშვილს საზეიმო ღონისძიებაზე დასწრებისთვის მადლობა გადაუხადა პოლონეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ანჟეი ჩიეშკოვსკიმ და აღნიშნა, რომ პოლონეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ინტეგრაციას ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში. პოლონეთის რესპუბლიკის ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოში პოლონეთის საელჩოს მიერ ორგანიზებულ საზეიმო მიღებას, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)