|
2016-05-05 17:21:59, 1144 ნახვა
კომენტარი
ხიდაშელი: პირადად რომ დამჭირდეს ჩასვლა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ჩავალ და ჩვენი სამხედროების სიმართლეს დავამტკიცებ
„ჩემი ამოცანა არ არის, ხელი დავაფარო დამნაშავეს. ქართული ჯარის და, შესაბამისად, ქართული სახელმწიფოს პრესტიჟის გადარჩენა იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ჯარის უდანაშაულობა დავამტკიცოთ, სადაც ისინი უდანაშაულოები არიან“, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა 20:30-ში სტუმრობისას განაცხადა. გადაცემის წამყვანი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ქართველი ჯარისკაცების მისიასთან დაკავშირებული საქმის გამოძიებით დაინტერესდა. „ჩვენ გვჭირდება მსხვერპლთან წვდომა რაიმე დოკუმენტი რომ შევქმნათ, ჩვენ გვჭირდება მათი დაკითხვა. საგამოძიებო ჯგუფს აფრიკაში მიაქვს ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების ალბომები და, რა თქმა უნდა, მოვითხოვთ მათ იდენტიფიცირებას. იდენტიფიცირების შედეგად ჩვენ ვერ მოგვატყუებენ. არ იქნება ისე, რომ ნებისმიერს დაადონ ხელი და თქვან, ეს იყოო. ჩვენ ვიცით, რომელ რიცხვში, რომელ საათზე, რომელი სამხედრო მოსამსახურე, რომელ გამშვებ პუნქტზე იდგა, რაც მათ არ იციან, ამიტომ ნებისმიერს ვერ დაადებენ ხელს. ეს ქართული ჯარია, სადაც ყველაფერი მოწესრიგებულია, ყველაფერი დოკუმენტებში არის გაწერილი და ასე ქაოტურად არ ხდება. ადვილია ამ ამბავზე ჭეშმარიტების დადგენა. რთული გახდა ამდენი თვის განმავლობაში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის მხრიდან წარმომადგენლის დანიშვნა, რომელიც ჩვენს საგამოძიებო ჯგუფთან ითანამშრომლებს... ჩვენ არ ვაპირებთ უკან დახევას. პირადად მე რომ დამჭირდეს ჩასვლა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ჩავალ და ჩვენი სამხედროების სიმართლეს დავამტკიცებ. რადგან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და პრინციპული ჩვენი ქვეყნისთვის და იმ ბიჭებისთვისაც, მათ უნდა იცოდნენ, რომ მინისტრი და მათი ქვეყნის ხელისუფლება გვერდში დაუდგება ყოველთვის, როდესაც ამის საჭიროება იქნება და არავის მისცემს მათი დაჩაგვრის უფლებას“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)