|
2015-02-23 12:20:27, 647 ნახვა
პოლიტიკა
იუსტიციის მინისტრი სამართლის გლობალურ სამიტში მონაწილეობს
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პირველ მოადგილე ალექსანდრე ბარამიძესთან ერთად სამართლის გლობალურ სამიტს დაესწრება, რომელიც ლონდონში იმართება. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებაში აშშ-ის, ევროპის, სამხრეთ ამერიკის ქვეყნების წამყვანი იურისტები − იუსტიციის მინისტრები; სასამართლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ადვოკატთა და იურისტთა ასოციაციების, საარბიტრაჟო სასამართლოს, პროკურატურის წარმომადგენლები, მონაწილეობენ. როგორც უწყებაში აცხადებენ, სამართლის გლობალური სამიტი ხელისუფლებისა და ბიზნესის თანამშრომლობის საუკეთესო საშუალებაა, რომელზეც პოლიტიკოსები და ბიზნესმენები ბიზნესისა და კანონის ურთიერთმიმართების საკითხებზე მსჯელობენ. დისკუსია თემატურ სესიებზე გაიმართება, რომლებიც ბიზნესისათვის მნიშვნელოვან სხვადასხვა საკითხს ეხება. სამიტის თემატიკა მრავალფეროვანია: სავაჭრო და საინვესტიციო ბაზრის სამართლებრივი მხარეები, კონკურენცია და სამართლებრივი დავა ბიზნესში, ეკონომიკური დანაშაულის სპეციფიკა და მასთან ბრძოლის მექანიზმები, სწრაფი მართლმსაჯულების როლი და მნიშვნელობა ბიზნესისათვის, კანონის უზენაესობა ბიზნესში, საერთაშორისო ბიზნესდავები, ადამიანის უფლებებისა და საკუთრების უფლებების დაცულობის საკითხები, შრომითი უფლებები − დამსაქმებლები დასაქმებულთა შრომითი უფლებების დასაცავად, კონფიდენციალური ინფორმაციის ცნება ბიზნესში და სხვ. სამიტი 23 თებერვალს დაიწყება და 26 თებერვლამდე გასტანს. ვიზიტის ფარგლებში იუსტიციის მინისტრი ბრიტანეთში შეხვედრას გამართავს ბრიტანეთის იუსტიციისა და სამოქალაქო თავისუფლების მინისტრ საიმონ ჰიუგსსა და სამართლის გლობალური სამიტის მონაწილე უცხოელ კოლეგებთან.
ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით, მურთაზ ზოდელავას კი 9 თვით პატიმრობა მიესაჯა
კასტროზე ბრალდების წაყენების შემდეგ, ტრამპმა კუბის სანაპიროზე საჰაერო ხომალდების გადამზიდავი ჯგუფი გაგზავნა
PACE-მ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მოამზადა, მას ივნისის სესიაზე ეყრება კენჭი
უნგრეთის მმართველი პარტია პრემიერმინისტრის ვადების შეზღუდვას გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)