|
2016-05-05 11:38:24, 644 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: დადასტურდა, რომ საქართველოს საკითხი საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში პრიორიტეტულ ადგილს იკავებს
ევროპის საბჭოს ქვეყნების მინისტრების მოადგილეების კომიტეტის დადგენილება „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს საკითხი საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში ერთ-ერთ პრიორიტეტულ ადგილს იკავებს, - ასე შეაფასა ევროპის საბჭოში მიღებული დოკუმენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. მთავრობის მეთაურის თქმით, ევროპის საბჭოს ქვეყნების მინისტრების მოადგილეების კომიტეტის დადგენილება, ძალიან ნათლად მიუთითებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების დარღვევის თაობაზე და იმ ქვეყანას, რომელიც ამ ტერიტორიების ფაქტობრივ კონტროლს ახორციელებს, ანუ რუსეთის ფედერაციას, პირდაპირ აკისრებს ვალდებულებას, დაიცვას ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის უფლებები, როგორც ქართულ ენაზე განათლების მიღების კუთხით, ასევე საკუთრების უფლებები, ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე გადაადგილების უფლება და ა. შ. „ეს, ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რათა საერთაშორისო თანამეგობრობისთვის კიდევ ერთხელ მოხდეს საქართველოს საკითხის აქტუალიზაცია“, - განაცხადა პრემიერმა და ამ მიმართულებით გაწეული მნიშვნელოვანი სამუშაოსთვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, სხვა სახელმწიფო უწყებებსა და საქართველოს ელჩს ევროპის საბჭოში, კონსტანტინე კორკელიას მადლობა გადაუხადა.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)