|
2016-05-04 18:21:43, 826 ნახვა
სამართალი
პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით დამატებით კონსულტაციებზე უარს აცხადებს
„საქართველოს პრეზიდენტის პრინციპული პოზიციაა, რომ პოლიტიკური კონსულტაციები და კულუარული შეთანხმებები უზენაესი სასამართლოს კანდიდატებთან დაკავშირებით არ გაიმართება", - აღნიშნული კომენტარი დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში კახა კოჟორიძემ გააკეთა. კახა კოჟორიძის განცხადებით, უზენაესი სასამართლო უნდა იყოს არბიტრი და შესაბამისად, ის პოლიტიკაში არ უნდა ჩაერთოს. ამიტომ პრეზიდენტის მიერ დასახელებულ უზენაესი სასამართლოს კანდიდატებზე შეთანხმება არ უნდა იყოს პოლიტიკური პროცესის, თუ კულუარული, პოლიტიკური შეთანხმებების და კონსულტაციების საგანი. „ჩემთვის მართლაც გაუგებარია, უმრავლესობის წარმომადგენლების მოთხოვნა კანდიდატურებზე კონსულტაციების გამართვასთან დაკავშირებით. გაუგებარია იმიტომ, რომ კანდიდატები პრეზიდენტის მიერ უკვე დასახელებულია და მეორე, იმიტომ რომ, ამ კანდიდატთან დაკავშირებით პარლამენტში, საკომიტეტო განხილვები უკვე დასრულებულია", - განაცხადა კახა კოჟორიძემ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)