05:40 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-04 16:50:02, 509 ნახვა

პოლიტიკა
სერვისების განვითარების სააგენტო ამომრჩევლების მონაცემთა ბაზასა და საქსტატის შედეგებს შორის სხვაობაზე განმარტებას აკეთებს

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ამომრჩევლების მონაცემთა ბაზასა და საქსტატის შედეგებს შორის სხვაობაზე განმარტებას აკეთებს:

"სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის გადაცემულ სიაში 3,53 მილიონი პოტენციური ამომრჩეველია. ამ სიაში შედიან როგორც საქართველოში (მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე) მცხოვრები, ისე საზღვარგარეთ საცხოვრებლად წასული სრულწლოვანი პირები, ასევე, მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებული ამომრჩევლები (ე. წ. უმისამართოები, სულ − 30 298 პირი).

პოტენციური ამომრჩევლების მონაცემთა ბაზაში არსებულ თითოეულ ჩანაწერზე გაცემულია შესაბამისი დოკუმენტი, მათ შორის, 2 198 755 პირზე − ელექტრონული პირადობის მოწმობა ან ბიომეტრიული პასპორტი.

 რაც შეეხება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მოსახლეობის საყოველთაო აღწერას, საქსტატის შედეგებში ასახულია საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა ის პირი, ვინც კი 2014 წელს  იმყოფებოდა საქართველოში. 

 მოსახლეობის აღწერის შედეგები არ მოიცავს სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც შენარჩუნებული აქვთ საქართველოს მოქალაქის სტატუსი. ისინი ჩვენი ქვეყნის ამომრჩევლები არიან და აუცილებლად უნდა ირიცხებოდნენ საარჩევნო სიებში.

 სწორედ ზემოაღნიშნულმა ფაქტორებმა განაპირობა რიცხობრივი სხვაობა ამომრჩეველთა პოტენციურ რაოდენობასა და საქსტატის საყოველთაო აღწერის შედეგებს შორის", - ნათქვამია სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics