|
2016-05-04 11:47:25, 892 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილის ინფორმაციით, საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა აპრილშიც რეკორდულად გაიზარდა
2016 წლის აპრილის მონაცემებით, საქართველოს 462 480 საერთაშორისო მოგზაური ეწვია. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +17.2%-ია. როგორც ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, აპრილის მაჩვენებლებით იმ უცხოური ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 171 235 შეადგინა. ზრდა +20%-ია. ქუმსიშვილის განცხადებით, 2016 წლის აპრილში ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ თურქეთიდან (+12%), აზერბაიჯანიდან (+17.6%), სომხეთიდან (+8.7%), რუსეთიდან (+26.7%), და უკრაინიდან (+25.9%) განხორციელდა. საერთაშორისო მოგზაურობის ზრდა დაფიქსირდა 4 თვის მონაცემებითაც. საერთაშორისო მოგზაურობის ჯამურმა რაოდენობამ 159 6916 შეადგინა, ზრდა კი +15.4%-ია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 478100 შეადგინა, რაც 17%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებთან შედარებით. 2015 წლის ჯამური მონაცემებით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში 1.94 მილიარდ დოლარს შეადგენდა. ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2015 წლის ჯამური მონაცემებით შეადგენს 6.7%-ს. პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან საიდანაც საქართველოში ჩამოსულების რაოდენობის ზრდის კუთხით იანვარ-აპრილშიც გამოირჩნენ: იტალია +26%, ლატვია +25%, საფრანგეთი +14%, შუა აზიის ქვეყნებიდან ყაზახეთი +29%, უზბეკეთი 64%, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან ბელორუსია +36% და მოლდოვა +36%. ახლო აღმოსავლეთიდან ისრაელი +106%, ხოლო აზიის ქვეყნებიდან არაბთა გაერთიანებული საემიროები +141%.
რუსეთის მიერ აღიარებულმა თალიბანმა ავღანეთში ბავშვთა ქორწინება დააკანონა
ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
საპატრიარქო რეზიდენციაში ავტომობილით შეჭრილი მძღოლი - მე მირჩევნია მარტო ვიყო, არ მჭირდება ინტერესების დაცვა
მოქალაეებს ჯარიმის შესახებ ცრუ შეტყობინება ეგზავნებათ- საპატრულო პოლიცია გავფრთხილებას ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)