|
2016-05-03 18:04:07, 838 ნახვა
სამართალი
ირაკლი შოთაძის თქმით, ნიკა ლომინაძის მკვლელობის საქმეზე ფაქტების გადამოწმება მიმდინარეობს
საქართველოს მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძეს თქმით, ნიკა ლომინაძის საქმესთან დაკავშირებით ფაქტების გადამოწმება მიმდინარეობს. როგორც შოთაძემ აღნიშნა, უნდა დადგინდეს, თუ რამდენად კანონიერად იყო მოპოვებული მტკიცებულებები, რომელსაც დაეფუძნა სასამართლოს განაჩენი. „არსებობდა პრეტენზიები, რომ არასწორად ჩატარდა თავის დროზე გამოძიება, არ იყო თავმოყრილი ყველა მტკიცებულება ამ მკვლელობის ფაქტზე. სწორედ ამ მიმართულებით ვმუშაობთ ახლა, თუმცა დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. უახლოეს მომავალში შესაბამისი დონეზე მივა გამოძიება და სამართლებრივი შეფასებას მივცემთ ფაქტებს. შესაბამისად მოგაწვდით ინფორმაციასაც. ერთი შემიძლია, გითხრათ, კანონიერი სასამართლო გადაწვეტილების გადახედვა შეუძლია მხოლოდ სასამართლოს“, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ. შეგახსენებთ, რომ გია გვიჩიანსა და ნიკა ჩემიას სამუდამო პატიმრობა ქონდათ მისჯილი, თუმცა სააპელაციო სასამართლომ სასჯელი 17-წლამდე შეამცირა. ცნობისთვის, გვიჩიანი და ჩემია 2006 წელს ნიკა ლომინაძის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)