|
2016-05-03 16:07:34, 735 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიას, ,,თბილსერვის ჯგუფსა”და “კა დე ვე ჯორჯიას” შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
თბილისის მერიას, შპს ,,თბილსერვის ჯგუფსა” და შპს “კა დე ვე ჯორჯიას” შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, შეთანხმებას ხელი თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, შპს ,,თბილსერვის ჯგუფის” დირექტორმა ლევან ჯღარკავამ და შპს “კა დე ვე ჯორჯიას” დირექტორმა ვაჟა სამადბეგიშვილმა მოაწერეს. მერიის ინფორმაციით, მემორანდუმის თანახმად, მხარეები ითანამშრომლებენ ინდუსტრიულ სფეროში - ერთობლივი ძალისხმევითა და მხარდაჭერით თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობისა და მართვის მიზნით. „ინტერესთა გამოხატვის წესების შესაბამისად, კომპანიასთან გაფორმდა მემორანდუმი, რომლის საფუძველზეც შპს “კა დე ვე ჯორჯია” იღებს ვალდებულებას, რომ გარემოს დაცვის სამინისტროსთან შეათანხმოს დოკუმენტაცია და წარმოადგინოს ამის საფუძველზე გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი, რაც მნიშვნელოვანია ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობისთვის, ისევე როგორც, საბანკო გარანტია უნდა იქნეს წარმოდგენილი დადგენილი მოთხოვნების მიხედვით, რათა ამის შემდგომ უკვე კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე გადავიდეთ, ამიტომაც დადგენილი წესის მიხედვით მივყვებით ყველა პროცედურას ნაბიჯ-ნაბიჯ, რათა, სწორედ, წესების მიხედვით მოხდეს კომპანიასთან შეთანხმების გაფორმება“,- განაცხადა დავით ნარმანიამ. თანამშრომლობის მემორანდუმის მიხედვით, შპს “კა დე ვე ჯორჯია” უზრუნველყოფს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის და მშენებლობის ნებართვის წარმოდგენას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მოეწყობა საჯარო განხილვები, სამოქალაქო სექტორის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)