|
2016-05-03 11:52:27, 965 ნახვა
ეკონომიკა
"პაშა ბანკის" სააღდგომო ქველმოქმედება
პაშა ბანკმა კლიენტებს და პარტნიორებს აღდგომის დღესასწაული ტრადიციულად საქველმოქმედო აქტივობით მიულოცა. ბანკმა მათი სახელით თბილისის SOS ბავშვთა სოფელში გადარიცხა თანხა, რომლითაც დაიფარება იქ მცხოვრები ყველა აბიტურიენტის ინგლისურ ენაში მომზადების მთელი წლის ხარჯი. ასოციაცია “საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი“ 1989 წლიდან საქმიანობს საქართველოში. ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვა და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციისა და სოციალიზაციისთვის ხელშეწყობა. „პაშა ბანკი უკვე სამი წელია ოპერირებს საქართველოში როგორც რეგიონალური კორპორატიული და საინვესტიციო ბანკი. დაარსების დღიდან ჩვენ დიდ ყურადღებას ვუთმობთ კორპორატიულ სოციალურ პასუხისმგებლობას, რასაც ადასტურებს ბანკის მიერ განხორციელებული სხვადასხვა საქველმოქმედო თუ სოციალური აქტივობა. შარშან აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ჩვენ გადავრიცხეთ გარკვეული თანხა ფონდში „პირველი ნაბიჯი საქართველო“. გადავწყვიტეთ, რომ წელსაც კეთილი საქმით აღგვენიშნა აღდგომა და თანაბრად გავუზიარეთ სიხარული, როგორც ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებს და კლიენტებს, ასევე საქართველოს SOS ბავშვთა სოფელს”, - განაცხადა პაშა ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა, ანანო ქორქიამ. „საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი მადლიერებას გამოთქვამს პაშა ბანკის მიერ განხორციელებული ქველმოქმედებისთვის, ვინაიდან რესურსების უანგაროდ მობილიზაცია და განათლებაში მიმართვა ხელს უწყობს ბავშვების წარმატებულ მომავალს. პაშა ბანკის სახით საქართველოს SOS ბავშვთა სოფელმა საიმედო პარტნიორი შეიძინა. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში ბიზნეს სექტორის ამგვარი მონაწილეობა სასარგებლო შედეგებს მოიტანს როგორც კონკრეტული ადამიანებისთვის, ისე მთელი საზოგადოებისათვის”, - განაცხადა ნოდარ თოფურიძემ, “საქართველოს SOS ბავშვთა სოფლის“ ადვოკატირების მრჩეველმა. ცნობისთვის, პაშა ბანკი ბაქოში სათაო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. პაშა ბანკი მსხვილ და საშუალო ზომის საწარმოებს სთავაზობს კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო მომსახურების სრულ სპექტრს. პაშა ბანკი არის პაშა ჰოლდინგის ნაწილი, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს აზერბაიჯანის წამყვან საინვესტიციო ჯგუფს და ფლობს აქტივებს ისეთ სფეროებში, როგორიც არის დაზღვევა, კორპორატიული და საცალო საბანკო საქმიანობა, ქონების მართვა, მშენებლობა და ტურიზმი. ჰოლდინგის კაპიტალმა 2015 წლის დეკემბრის მდგომარეობით დაახლოებით 5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. პაშა ბანკმა საქართველოში ფუნქციონირება 2013 წლის თებერვალში დაიწყო და 2015 წლის დეკემბრის მდგომარეობით მისმა მთლიანმა აქტივებმა 278 მილიონ ლარს გადააჭარბა. პაშა ბანკი მდებარეობს თბილისში: შოთა რუსთაველის გამზირის 15.
(R)
რუსეთის მიერ აღიარებულმა თალიბანმა ავღანეთში ბავშვთა ქორწინება დააკანონა
ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
საპატრიარქო რეზიდენციაში ავტომობილით შეჭრილი მძღოლი - მე მირჩევნია მარტო ვიყო, არ მჭირდება ინტერესების დაცვა
მოქალაეებს ჯარიმის შესახებ ცრუ შეტყობინება ეგზავნებათ- საპატრულო პოლიცია გავფრთხილებას ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)